FOR IMMEDIATE RELEASE 3 April, 2017 Contact Person: Zurab Katchkatchishvili Office:+995 32 298 81 76 Mobile: +995 577 98 98 82 Email:
[email protected]
ICC Georgia’s Statement against Liberty Act removal from the Constitution of Georgia
The State Constitutional Commission is discussing the proposed amendment to the 94th Article of the Constitution. The amendment implies the cancellation of the provision according to which imposing a new kind of state tax, except of excise tax, or increasing general upper limit for existing state taxes can be done only through a referendum. ICC Georgia believes it vital to preserve the above-mentioned provision in terms of maintaining the attractiveness of Georgia for foreign investment, since predictability and visibility of the the state Tax Policy are crucial parameters affecting the decision making process of any foreign investor looking into doing business in Georgia. Therefore preserving Article 94 of the Constitution is key to keeping foreign investments flowing into the country and maintaining steady and healthy economic growth. Based on the above the International Chamber of Commerce fully supports and endorses the statement of the Economic Team of the Government of Georgia regarding the necessity to keep Article 94 of the Constitution untouched. ICC Georgia is the largest and most vocal global Business Association in the country; it includes over 350 corporate and youth members and 28 business associations. The International Chamber of Commerce is the largest business organization in the world that includes over 6.5 million businesses and chambers of commerce. ICC consults regularly at the global level with the G8, G20, the World Bank, WTO, WCO and the UN.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება წინადადება, შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი და გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. საერთაშორისო სავაჭრო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნება არსებითად მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც უცხოური ინვეტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებისთვის, ვინაიდან სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის პროგნოზირებადობა და ხილვადობა გადამწყვეტი პარამეტრებია უცხოელი ინვესტორისათვის, თუ მან საქართველოში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ამდენად, კონსტიტუციის 94 მუხლის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის უმნიშვნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. შესაბამისად, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიესალმება და მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაჟღერებულ პოზიციას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.